შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბადრი ჭურჭელაური![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სამშენებლო ფაკულტეტი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით 1983 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტურა 1995 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2001 წელს. 1983 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი): 1983-1984წწ. მხაზველობითი გეომეტრიის კათედრა, პრეპარატორი; 1989-1990წწ. ლითონის კონსტრუქციების კათედრა, სტაჟიორ–მკვლევარი; 1990-1992წწ. საკონსტრუქტორო ბიურო "მშენებელი", II კატეგორიის ინჟინერი; 1995-2002წწ. კონსტრუირების დაზიანების ტექნიკური დიაგნოსტიკის კათედრა, ასისტენტი; 2002-2009წწ. კონსტრუირების დაზიანების ტექნიკური დიაგნოსტიკის კათედრა, დოცენტი, ასისტენტ პროფესორი; 2009-2013წწ. სამოქალაქო და სამრეწველო დეპარტამენტი, მოწვეული ასოცირებული პროფესორი; 2013 წელს საინჟინრო მექანიკისა და მშენებლობის ექსპერტიზის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2013 წელს სამშენებლო ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 2 მონოგრაფია, 2 სახელმძღვანელო და 32 სტატია. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1995), აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |