The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ავქოფაშვილი

შოთა ავქოფაშვილი
დაბადების თარიღი:3 იანვარი, 1947  (78 წლის)
კატეგორია:სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბალიჭი, ბოლნისის რაიონი.

დაამთავრა ბორჯომის სატყეო ტექნიკუმი 1966 წელს; სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1975 წელს.

მუშაობა დაიწყო ბოლნისის სატყეო მეუნეობაში, ტყის კულტურების მუშად; 1967-1968წწ. მუშაობდა ამავე სატყეოს ტყის მცველად; 1969-1971წწ. კაზრეთის სატყეოს უფროსის თანაშემწედ; 1981-1984წწ. სოფელ დარბაზის სატყეოს უფროსად; 1987-1986წწ. ბოლნისის სატყეოს უფროსად; 1987-1988წწ. სოფელ ფახრალოს სატყეოს უფროსად; 1988-1991წწ. ბოლნისის სატყეო მეურნეობის ტყის კულტურებისა და ტყითსარგებლობის ინჟინრის თანამდებობაზე; 1991-2005წწ. ბოლნისის სატყეო მეურნეობის მთავარ მეტყევედ; 2005 წლიდან კაზრეთის სატყეოს უფროსად. მიღებული აქვს სატყეო მეურნეობის სამინისტროდან  მადლობები.

წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.13

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

გააზიარე: