The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალბერტ ბალხამიშვილი

ალბერტ ბალხამიშვილი
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1958
გარდაცვ. თარიღი:8 აგვისტო, 2008  (49 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ბოჟამის სასაფლაო, კასპის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:მფრინავი, სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაამთავრა მოსკოვის საავიაციო სასწავლებელი.

სასწავლებლის დამთავრების შემდგომ დაბრუნდა საქართველოში, სავალდებულო სამხედრო სამსახურიც რუსეთში გაიარა. მოსკოვიდან ჩამოსვლის შემდეგ 25 წელი სამოქალაქო ავიაციაში გაატარა, ბოლო 8 წელი კი – სამხედრო ავიაციაში. ამის შემდეგ გადავიდა ბოლნისში სამხედრო მფრინავად, "იაკ 40"-ზე. 2008 წლის აგვისტოში ბოლნისში მსახურობდა, მაგრამ ბოლნისიდან თვითმფრინავი დავალებით მარნეულში გაფრინდა, იქიდან კოპიტნარში აპირებდნენ გადაფრენას. კოპიტნარში გაფრენამდე დაიბომბა მარნეულის აეროპორტი. ალბერტ ბალხამიშვილი 8 აგვისტოს დაიღუპა მარნეულის აეროპორტის დაბომბვის დროს. იგი აფხაზეთის ომის დროსაც სამოქალაქო თვითმფრინავს მართავდა და ხალხი გადმოჰყავდა. კაპიტანი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010.-გვ.651

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2009 - მედალი "სამშობლოსათვის თავდადებული" (გარდაცვალების შემდეგ)
  • 2008 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: