The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით დვალიშვილი

დავით დვალიშვილი
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1980
გარდაცვ. თარიღი:11 აგვისტო, 2008  (27 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიხაშხო, ვანის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ქუთაისის გიორგი ნიკოლაძის სახელობის სპორტული სკოლა, შემდეგ სწავლა ქუთაისის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქუთაისში დაცვის სამსახურში, პირადი მცველიც იყო. 2006 წელს სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით მსახურობდა - ვაზიანში  42-ე ბატალიონში, კონტრაქტიდან ერთი წელი იყო გასული, რომ დაიღუპა. 2008 წლის 7 აგვისტოს ვაზიანის ბრიგადა ცხინვალში შეიყვანეს, დავით დვალიშვილი 11 აგვისტოს ცხინვალში დაიღუპა, სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. კაპრალი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.667

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: