შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მაზმიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-ფიზიკის ფაკულტეტი 1988 წელს. 1989 წლიდან მუშაობდა ინჟინრად საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტრუქტურული კვლევის ცენტრში; 1992 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ოფიცერ-სპეციალისტად; 1994 წლიდან საქართველოს უშიშროების სამინისტროში ეკავა სხვადასხვა თანამდებობა; 2001–2003წწ. იყო სამმართველოს, 2003–2005წწ. დეპარტამენტის, 2005–2008წწ. საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი; 2008–2012წწ. საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი; 1996–2002წწ. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. არის ომის ვეტერანი. გენერალ-მაიორი (2009). საინჟინრო მეცნიერების დოქტორი (2010). ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |