შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ბალიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი აბასთუმანი, ადიგენის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1950 წელს. 1950 წლიდან მუშაობდა ზუგდიდის სატყეო მეურნეობაში ტყის კულტურების ინჟინრის თანამდებობაზე; 1951 წელს ზუგდიდის სახელმწიფო სანერგეში; 1952 წელს საქართველოს სსრ სატყეო მეურნეობის სამინისტროში, საგეგმო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე; 1953 წელს თიანეთის სატყეო მეურნეობაში; 1954 წლიდან თიანეთის სატყეო მეურნეობაში უფროსი მეტყევის თანამდებობაზე; 1960 წელს საქართველოს მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტში სოფლის მეურნეობის განყოფილების მთავარ მეტყევე-ინჟინრის თანამდებობაზე; 1968 წელს დანიშნეს მიწათმოქმედების ქვეგანყოფილების უფროსად; 1977 წელს სამეცნიერო ტექნიკური სამმართველოს უფროსად; 1980 წელს საქართველოს სსრ სატყეო მეურნეობის მინისტრის მოადგილედ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.16 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |