The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე ნადირაშვილი

პეტრე ნადირაშვილი
დაბადების თარიღი:3 მარტი, 1973  (52 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლიის კვალიფიკაციით; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ასპირანტურა 1995 წელს.

2000 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: 2000-2005წწ. სატრანსპორტო ფაკულტეტი, ასისტენტი; 2005-2006წწ. სატრანსპორტო ფაკულტეტი, დოცენტი; 2006-2013წწ. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2007-2008წწ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტექნიკური პოლიტიკის და ახალი ტექნოლოგიების სამმართველო, მთავარი სპეციალისტი; 2008-2011წწ. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ტექნიკური საბჭოს წევრი; 2011-2016წწ. ქ. თბილისის მერიის სახელმწიფო შპს "ლაბორატორია" (შემდგომში ააიპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია), პროექტების ანალიზის განყოფილების უფროსი; 2013-2017წწ. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, პროფესორი; 2017 წლიდან სამშენებლო ფაკულტეტი, პროფესორი. მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე. 40-დე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (2004), პროფესორი (2006).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპოდენტი (2007-)

გააზიარე: