The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯუმბერ ნიჟარაძე

ჯუმბერ ნიჟარაძე
დაბადების თარიღი:16 მაისი, 1944  (80 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების ინჟინერ-მშენებელის კვალიფიკაციით 1967 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეკონომიკის მენეჯერის კვალიფიკაციით 1994 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრის ასპირანტურა 1975 წელს.

1967-1969წწ. "თბილქალაქპროექტი", არქიტექტურული განყოფილება, ინჟინერ-კონსტრუქტორი; 1969-1970წწ. ჰიდროენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, ტურბოგენერატორების საძირკვლების დინამიკური კვლევების განყოფილება, უმცროსი მეცნიერ მუშაკი; 1970-1971წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მერქნის დამუშავების ტექნოლოგიის კათედრა, უფროსი ლაბორანტი; 1972-1973წწ. საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტრო. ხელოვნურ ნაგებობათა განყოფილება, უმცროსი მეცნიერ მუშაკი; 1975 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (შემდგომში ტექნიკური უნივერსიტეტი) მშენებლობის ფაკულტეტი, ასისტეტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1995), აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006).

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: