The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა მაზმიშვილი

ზაზა მაზმიშვილი
დაბადების თარიღი:30 ივლისი, 1963  (61 წლის)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი 1986 წელს.

1988 წლიდან სახელმწიფო უშიშროების ორგანოების თანამშრომელია; 1991–1993წწ. მუშაობდა საინფორმაციო სადაზვერვო; 1994–98წწ. სახელმწიფო დაცვის სპეც. სამსახურებში; 1998–1999წწ. იყო საქართველოს სუს-ის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურების (1999–2004) უფროსი; შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ოფიცერი უშიშროების საკითხებში; 2013 წლიდან სამმართველოს უფროსი. გენერალ-მაიორი (1999).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.456

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: