The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მათეშვილი

გიორგი მათეშვილი
დაბადების თარიღი:17 ნოემბერი, 1900
გარდაცვ. თარიღი:23 ნოემბერი, 1973  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მაღარო, ახლანდელი სიღნაღის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1926 წელს.

1935 წელს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კლინიკაში; 1941–1942წწ. იყო 44-ე არმიის მთავარი თერაპევტი. 1942 წლიდან კვლავ კლინიკაში დაბრუნდა, სადაც 1958 წლამდე იმუშავა. 1958–1973წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკურ განყოფილებას. იკვლევდა არტერიულ ჰიპერტონიას, ათეროსკლეროზს, ალერგიას, ნევრიტის ეტიოლოგიას და სხვა საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1957), პროფესორი (1962).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.461

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1960 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: