The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი მათეშვილი

გიორგი მათეშვილი
Date of birth:17 November, 1900
Date of death:23 November, 1973  (at 73 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მაღარო, ახლანდელი სიღნაღის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1926 წელს.

1935 წელს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კლინიკაში; 1941–1942წწ. იყო 44-ე არმიის მთავარი თერაპევტი. 1942 წლიდან კვლავ კლინიკაში დაბრუნდა, სადაც 1958 წლამდე იმუშავა. 1958–1973წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკურ განყოფილებას. იკვლევდა არტერიულ ჰიპერტონიას, ათეროსკლეროზს, ალერგიას, ნევრიტის ეტიოლოგიას და სხვა საკითხებს. მეცნიერი კარდიოლოგიის აქტუალურ საკითხებს მიძღვნილი 110-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია 5 სადოქტორო და 14 საკანდიდატო დისერტაცია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1957), პროფესორი (1962).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.461; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.geსაქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.261-262

Member of Organizations

  • თერაპევტთა რესპუბლიკური საზოგადოების გამგეობა, წევრი
  • ქ. თბილისის კარდიოლოგთა საზოგადოება, თავმჯდომარე (1965-1973)

Awards and Honors

  • 1960 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული ექიმი
  • მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"

Share: