შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ლებანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებელის კლასიფიკაციით 1990 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო კონსტრუქციები, შენობები და ნაგებობების კათედრის დოქტურატურა 2005 წელს. 1990-2009წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამშენებლო ფაკულტეტი, ასისტენტი, დოცენტი, ასოცირებული პროფესორი; 1998-2005წწ. შ.პ.ს. "აკადემმშენი", საპროექტო განყოფილება, მთავარი ინჟინერი; 1999-2019წწ. შ.პ.ს . "კაპიტელი" საპროექტო, მთავარი სპეციალისტი; 2019 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტი, სამშნებლო კონსტრუქციები, მეცნიერ-თანამშრომელი; 2004-2006წწ. საქართველოს სამხატრო აკადემია, საინჟინრო კათედრა, მეცნიერ-თანამშრომელი. 2021 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამშენებლო ფაკულტეტი, პროფესორი. მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო და რესპუბლიკურ სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი: მათ შორის 6 სახელმძღვანელოს და დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი. მიღებული აქვს საპატრიარქოს საპატიო სიგელი, თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობისათვის. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიოტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |