შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი აბაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კოჩარა, ოჩამჩირის რაიონი, აფხაზეთი. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური. მშობლიურ სოფელში ტრაქტორისტად მუშაობდა. აფხაზეთის ომის დაწყების დღიდანვე ჩაება საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში. ირიცხებოდა 242-ე ბატალიონში რიგითად. მან არაერთ შეტაკებაში გამოიჩინა თავი, როგორც მამაცმა მებრძოლმა. 1993 წლის 30 მარტს ბრძანება N70-ის საფუძველზე ჩაირიცხა 24-ე ბრიგადის 242-ე ბატალიონში რიგით მებრძოლად. გივი აბაშიძე იყო აქტიური მებრძოლი. ოცეული, რომელშიც ის ირიცხებოდა, მამაცურად იბრძოდა, მტრის წინააღნდეგ კოჩარის ფრონტზე. 1993 წლის 16 მაისს, მტრის ერთ-ერთ შემოტევის დროს დაიღუპა სოფელ ცაგერაში, ჭურვზე აფეთქების შედეგად. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.23
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |