The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან აბესაძე

ლევან აბესაძე
დაბადების თარიღი:29 ოქტომბერი, 1973
გარდაცვ. თარიღი:1 იანვარი, 1993  (19 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლილოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1992 წლის 6 ნოემბერს გაიწვიეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, ჩაირიცხა მე-11 ბრიგადის 110-ე სატანკო ბატალიონის პირად შემადგენლობაში რიგითად. თავის ბატალიონთან ერთად აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის იბრძოდა. 1993 წლის 1 იანვარს ოჩამჩირის რაიონის სოფელ მერკულაში ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.27


გააზიარე: