შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კახაბერ აბრამიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სარეკი, საჩხერის რაიონი. დაამთავრა ჭიათურის ტექნიკური სასწავლებელი მემანქანის სპეციალობით. 1992 წლის ნოემბერში გაიწვიეს საქართველოს ეროვნული გვარდიის I საარმიო კორპუსის "შავნაბადას" ბატალიონში. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ განხორციელებულ ბრძოლებში აფხაზეთში. ერთ-ერთი შეტაკების დროს დაიჭრა და ხანმოკლე შვებულებით დაბრუნდა, მაგრამ გამოჯანმრთელებას არ დაელოდა და ისევ ფრონტის ხაზს მიაშურა. დაიღუპა 1993 წლის 2 ივლისს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ. 28
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |