შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
როსტომ აბრამიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სარეკი, საჩხერის რაიონი. დაამთავრა თბილისის ტოპოგრაფიულ ტექნიკუმი, რომლის სამხედრო კათედრაზეც მიიღო ლეიტენანტის წოდება. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავში, თბილისში, ჭიათურაში ინჟინერ-გეოდეზისტად. 1979 წლიდან კი მთელი 14 წელი მშობლიური სოფლის საშუალო სკოლაში ხატვა-ხაზვის მასწავლებელი იყო. აფხაზეთის ტრაგედიის დატრიალებისთანავე სკოლაში მუშაობას თავი დაანება და საჩხერის რაიონის გვარდიის ბატალიონში ჩაირიცხა – კადრების განყოფილების უფროსად დანიშნეს. 1993 წლის 4 ივლისს ბატალიონის შემადგენლობა სოხუმის რაიონში, სინოპში გადაისროლეს. 30-კაციანმა ჯგუფმა სტრატეგიული სიმაღლე დაიკავა სოფელ შრომასთან. ორდღიანი ბრძოლების შემდეგ ჯგუფი ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშის აფეთქებულ ხიდთან გადაიყვანეს. პოზიციამდე ავტომანქანა "კრაზით" მიდიოდნენ. ხიდამდე, დაახლოებით, 200 მეტრში ავტომანქანას თავს დაესხა მოწინააღმდეგის ჩასაფრებული ჯგუფი: "კრაზი" მწყობრიდან გამოვიდა, დაიჭრა ორი მებრძოლი, დანარჩენებმა, მათ შორის როსტომ აბრამიშვილმაც, გამაგრებული პოზიციებისკენ ბრძოლით გაიკაფეს გზა. იგი დაიღუპა უმძიმეს ხელჩართულ ბრძოლაში - 1993 წლის 9 ივლისს. დაღუპულთა ცხედრების გადმოსვენება მხოლოდ მეორე დღეს, გვარდიის სადესანტო მოიერიშე ბატალიონის კონტრშეტევის შემდეგ მოხერხდა. გეოდეზისტი, ლეიტენანტი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.34
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |