The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ აბსანძე

თენგიზ აბსანძე
დაბადების თარიღი:13 აპრილი, 1960
გარდაცვ. თარიღი:27 სექტემბერი, 1993  (33 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა ქ. როსტოვის საინჟინრო ინსტიტუტის საექსპლუატაციო ფაკულტეტი.

სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა უნგრეთში. ომის დაწყებისთანავე ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. იყო აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირადი დაცვის შემადგენლობაში. განსაკუთრებით თავი გამოიჩინა სოფელ შრომის განთავისუფლებისათვის მიმდინარე ბრძოლებში. 1993 წლის 27 სექტემბერს იბრძოდა მინისტრთა საბჭოს შენობაში. მინისტრთა საბჭოს მესამე სართულიდან მან ცეცხლი გაუხსნა მტერს. ამ ბრძოლის დროს თენგიზ აბსანძე გმირულად დაიღუპა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.35


გააზიარე: