The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ხათუნა ლეჟავა

ხათუნა ლეჟავა
დაბადების თარიღი:23 მაისი, 1961  (63 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1985 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სადოქტორო პროგრამის "მშენებლობა" დოქტურანტურა 2016 წელს. 

1985-1994წწ. საშენი მასალების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი "საქსაშენმასალები" კვალიფიკაციის ამაღლებისა და ეკონომიური განათლების კურსები, მეთოდისტი, ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ლაბორატორია, ინჟინერი; 1994 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: 1994-1999წწ. საშენი მასალების და ნაკეთობების კათედრა, ასისტენტი; 1999-2019წწ. სამოქალაქო მშენებლობის ტექნოლოგიებისა და საშენი მასალების დეპარტამენტი, უფროსი მასწავლებელი; 2007-2011წწ. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, მონიტორინგის ჯგუფის სპეციალისტი; 2011 წლიდან მუშაობს სწავლების დეპარტამენტში: 2011-2014წწ. პროფესიული პროგრამების ჯგუფის უფროსი სპეციალისტი; 2014-2017წწ. სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების ჯგუფის მთავარი სპეციალისტი; 2017-2020წწ. სამაგისტრო პროგრამების ჯგუფის უფროსი; 2019 წლიდან სამოქალაქო და სამრეწველო ტექოლოგიების და საშენი მასალების დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ინჟინერიის  აკადემიური დოქტორი (2016), პროფესორი (2019).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: