Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნუგზარ ბერეჟიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1974 წელს; სამთო მეტყევეობის ინსტიტუთან არსებული ასპირანტურა. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა სამთო მეტყევეობის და ბოტანიკის ინსტიტუტებში უმცროს მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე; საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალში დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში; სატყეო-სამეურნეო დარგის მართვის ცენტრალურ აპარატში წამყვანი სპეციალისტის, მთავარი ინჟინრის, მთავარი ტექნოლოგის, მთავარი სპეციალისტის, განყოფილების უფროსის თამამდებობაზე; საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე. ბიოლოგიურ მეცნირებათა დოქტორი, საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლების მონაწილე, საქართველოს ეროვნული გვარდიის რეზერვისტი. 2016 წელს სატყეო მეურნეობის დარგის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის დაჯილდოვდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელით. წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.18 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |