შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერიან მაისაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მუხურჩა, ახლანდელი მარტვილის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედეცინო ინსტიტუტი 1954 წელს. 1960–1972წწ. მუშაობდა ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტალურ ლაბორატორიაში, შემდეგ – ნეიროქირურგიულ განყოფილებაში. 1972–1973წწ. იყო ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი მუშაკი; 1973–1976წწ. თბილისის სახელმწიფო სამედეცინო ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიის, 1976 წლიდან ნერვულ სნეულებათა კათედრის პროფესორი; 1978 წლიდან ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს, ამიერკავკასიაში პირველი ნეიროქირურგიული განყოფილების დამფუძნებელი (შემდგომში გამგე). არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, რომლეებიც ეხება ნეიროქირურგიისა და ნეიროფიზიოლოგიის აქტუალურ საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ნეიროქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი (1974). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.464-465 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |