The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ბაბუხადია

ირაკლი ბაბუხადია
დაბადების თარიღი:26 აგვისტო, 1956  (68 წლის)
კატეგორია:სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1982 წელს.

1974-1976წწ. მუშაობდა თიანეთის სატყეო მეურნეობაში საპარკეტე ქარხნის მუშად; 1982 წელს თიანეთის სატყეო მეურნეობაში სამნეო ნაწილის გამგედ; ახალსოფლის სატყეოს უფროსის თანაშემწედ; თიანეთის სატყეო მეურნეობაში მუშაობის პერიოდში არჩეული იყო პარტბიუროს მდივნად; 1983-1985წწ. თიანეთის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორად; 1988 წლიდან სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის ტყემოწყობილობის და თვითსარგებლობის სამმართველოში მთავარ სპეციალისტად; 1992 წლიდან ამავე სამმართველოს უფროსად.

წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.20

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის კოლეგია, წევრი (1992-)

გააზიარე: