შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბესიკ აბულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. 1991 წელს ჩაირიცხა დონის-როსტოვის საინჟინრო ინსტიტუტში. 1992 წლის 14 აგვისტოს, როდესაც ბრძოლები დაიწყო აფხაზეთში საქართველოს ერთიანობის აღსადგენად, ბესიკ აბულაძემ სამსახური დაიწყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის I ოცეულში. 1993 წლის 16 სექტემბერს მოწინააღმდეგემ სამშვიდობო შეთანხმება დაარღვია და ურიცხვი საბრძოლო ტექნიკით და ჯარით მდინარე გუმისთა გადმოლახა. იმავე დღეს, პირველივე შეტაკების დროს მტრის მიერ გასროლილი ჭურვის აფეთქების შდეგად სასიკვდილოდ დაიჭრა ჯარისკაცი რიგითი ბესიკ აბულაძე. მას უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული 239-ე საზენოტო-საარტილერიო დივიზიონის მიერ წარმოებულ ყველა ძირითად საბრძოლო ოპერაციებში. ბესიკ აბულაძე იყო სპორტსმენი, ძიუდოში მიღებული ჰქონდა გამარჯვების სიგელები. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.
წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.36
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |