The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ აბშილავა

ზურაბ აბშილავა
სხვა სახელი:ზური აბშილავა
დაბადების თარიღი:1958
გარდაცვ. თარიღი:30 სექტემბერი, 1992  (34 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ოხურეის სასაფლაო, ოჩამჩირის რაიონი, აფხაზეთი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ოხურეი, ოჩამჩირის რაიონი, აფხაზეთი.

სამხედრო სავალდებულო სამსახური მოიხადა ქალაქ ვორონეჟში. დემობილიზაციის  შემდეგ სწავლა განაგრძო აჩიგვარის  სასოფლო-სამეურნეო  ტექნიკუმში, პარალელურად  მუშაობდა რეკის ციტრუსების  მეურნეობაში  ბრიგადირად, 1987 წლიდან კი ოხურეის სასათბურე კომბინატში სათბურის  ხელმძღვანელად. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების  დროს ზურაბ აბშილავა ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე  მექანიზირებული ბრიგადის 240-ე ბატალიონში რიგით მებრძოლად. ზურაბ აბშილავა დაიღუპა 1992 წლის 30 სექტემბერს აფხაზ სეპარატრისტებთან შეტაკების დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.39


გააზიარე: