შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბაია ოტიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ახმეტა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2000 წელს; 2003 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის ტესტური გამოცდა და პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით; 2009 წელს - მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა ადმინისტრაციულ-სამოქალაქო სპეციალიზაციით. 2019-2020წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 1998-2000წწ. - გამომძიებლის თანაშემწე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში; 2002-2011წწ. - გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს სხდომის მდივანი / მოსამართლის თანაშემწე; 2011-2020წწ. - ადვოკატი. 2020 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |