The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით გიგაური

დავით გიგაური
დაბადების თარიღი:15 მაისი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის, სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1972 წელს; თბილისის სატყეო ინსტიტუტის ასპირანტურა 1975 წელს.

მუშაობდა "ტყეპროექტის" ამიერკავკასიის საწარმოში ინჟინერ-ტაქსატორად; 1975-1982წწ. თბილისის სატყეო ინსტიტუტში, ჯერ უმცროს, შემდეგ უფროს მეცნიერ მუშაკად; 1982-1983წწ. საქართველოს სატყეო მეურნეობის სამინისტროში განყოფილების უფროსად; 1983-1992წწ. თბილისის ეროვნულ პარკში, ჯერ მთავარ მეტყევედ, შემდეგ დირექტორად; 1992-1996წწ. იყო საქართველოს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარე; 1996-2006წწ. "საქტყეპროექტის" მოადგილე, შემდეგ დირექტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო შრომა. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი (1978).

წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.25


გააზიარე: