| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ მაისურაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. 1939–1945წწ. იყო II მსოფლიო ომის მონაწილე; 1945 წლიდან მუშაობდა საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში; 1969–1971წწ. იყო აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარერე; 1970–1990წწ. საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. სახელმწიფო უშიშროების საპატიო თანამშრომელი (1977), გენერალ-მაიორი (1972). 1992 ნელს იყო საქართგელოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს უფროსი. დაჯილდოებულია სახელმწიფო უშიშროების საპატიო თანამშრომლის ტიტულით, 4 ორდენით, 16 მედლით. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.469-470; მაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძე. - თბილისი, 2023.- გვ.262 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

