The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი აკობიძე

გიორგი აკობიძე
დაბადების თარიღი:22 ივნისი, 1956
გარდაცვ. თარიღი:16 სექტემბერი, 1993  (37 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ახალდაბა, ოჩამჩირის რაიონი.
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახალდაბა, ოჩამჩირის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი (დაუსწრებლად).

მუშაობდა წყურგილის არამადნეული მასალების ქარხანაში მთავარ ინჟინრად. აფხაზეთში კონფლიქტის დაწყებისთანავე დაინიშნა 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონის ახალდაბის II ასეულის I ოცეულის მეთაურად. 1993 წლის თებერვალში მიენიჭა უფროსი ლეიტენანტის წოდება. მისი ინიციატივით კეთდებოდა პოზიციებზე თავდაცვითი საფრები და სხვადასხვა სახის ძოტები (ბლინდაჟი სასროლი ფანჯრით), რომელიც დიდი თავდაცვითი საშუალება იყო ომის პერიოდში. 1993 წლის 16 სექტემბერს, ომის განახლების დროს, ის იცავდა სოფელს დასავლეთის მხრიდან, სოფელ აძიუბჟის საზღვრიდან. 19 სექტემბერს სოფელ ახალდაბიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ახდენდა, სწორედ ამ დროს მტერმა მოახერხა მისი ტყვედ აყვანა და დაუმორჩილებლობის გამო სოფელ ახალდაბის ცენტრში, სკოლის გვერდით დახვრიტეს. ტყვედ ჩავარდნილმა მოსახლეობამ იქვე დაკრძალა. უფროსი ლეიტენანტი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. 

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.44


გააზიარე: