შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან გოცირიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1952 წელს. 1952 წლიდან მუშაობა დაიწყო ბორჯომის სატყეო მეურნეობის ტყის დაცვის ინსპექტორად; 1953-1956წწ. იყო კომკავშირის სამუშაოზე ბორჯომის რაიონული კომიტეტის მდივანი, პარალელურად მუშაობდა ბორჯომის სატყეო ტექნიკუმის სპეციალური საგნების მასწავლებლად; 1960-1966წწ. მუშაობდა ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის დირექტორის მოადგილედ; 1966-1967წწ. ტყის დაავადებით წინააღმდეგ ბორჯომის სპეციალური ოპერატიული ჯგუფის უფროსად; 1968-1979წწ. ბაკურიანის სატყეო მეურნეობის დირექტორად; 1980-1999წწ. ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის დირექტორად; ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ნაკრძალის კვლევისა და მონიტორინგის უფროსის მოადგილედ; იყო ბორჯომის რაიონის საზოგადოებრივი აზრის დარბაზის თავმჯდომარის მოადგილე. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.27 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |