წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალერიან ფილიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქარელი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2006 წელს; 2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით; 2007 წელს გაიარა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის კურსი სამოქალაქო სამართალში, სამოქალაქო სამართლის პროცესში და ადვოკატის უნარ-ჩვევებში; 2007 წელს გაიარა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის კურსი სისხლის სამართალში, სისხლის სამართლის პროცესში და ადვოკატის უნარ-ჩვევებში; 2008 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2010 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2012 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით; 2012-2013 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი; 2013 წლის ოქტომბერში გაიარა სტაჟირება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ჰამბურგის უმაღლესი სამხარეო და რაიონულ სასამართლოებში სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტის საკითხებზე; 2015 წელს გაიარა გერმანული ენის ინტენსიური კურსები ქ. დიუსელდორფში. 2005-2006წწ. - "ადამიანის უფლებათა დაცვის, განათლების, ჯანდაცვის, კულტურისა და სპორტის ჰუმანიტარულ და საქველმოქმედო დახმარების საერთაშორისო კავშირი ქომაგი"-ს საადვოკატო ბიუროში სტაჟიორ-ადვოკატი; 2006-2008წწ. - "ადამიანის უფლებათა დაცვის, განათლების, ჯანდაცვის, კულტურისა და სპორტის ჰუმანიტარულ და საქველმოქმედო დახმარების საერთაშორისო კავშირი ქომაგი"-ს საადვოკატო ბიუროში ადვოკატი; 2008-2010წწ. - გაიარა სტაჟირება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში; 2010-2012წწ. - ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2013-2016წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სამდივნოში კონსულტანტი; 2015-2019წწ. - გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2019 წლის ივლისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |