შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ევგენია მაკარევსკაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლებედიანი, ტამბოვის გუბერნია, რუსეთი. დაამთავრა კ. ა. ტიმირიაზევის სახელობის მოსკოვის სოფლის მეურნეობის აკადემია მებაღეობისა და მებოსტნეობის სპეციალობით 1924 წელს. შეისწავლა ყირიმის ყურძნის ჯიშების ბიოქიმიური შედგენილობა. 1926–1936წწ. გააგრძელა მუშაობა თბილისის ბოტანიკის ინსტიტუტში, პარალელურად კითხულობდა ლექციებს მცენარეთა ფიზიოლოგიაში თბილისის სუბტროპიკულ ინსტიტუტში. მისი ძირითადი სამეცნიერო ნაშრომები ეხება ვაზის რეგენერაციული პროცესების ფიზიოლოგიას და ბიოქიმიას, ვაზის ნერგში ცილების შედგენილობისა და ნახშირწყლების დინამიკას, ვაზის ფესვების პათოლოგიას მისი ფილოქსერით დაზიანებისას და სხვა. არის სამეცნიერო ნაშრომებისა და მონოგრაფიის ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მცენარეთა ფიზიოლოგი და ანატომი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1961). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.470 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |