Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ევგენია მაკარევსკაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ლებედიანი, ტამბოვის გუბერნია, რუსეთი. დაამთავრა კ. ა. ტიმირიაზევის სახელობის მოსკოვის სოფლის მეურნეობის აკადემია მებაღეობისა და მებოსტნეობის სპეციალობით 1924 წელს. შეისწავლა ყირიმის ყურძნის ჯიშების ბიოქიმიური შედგენილობა. 1926–1936წწ. გააგრძელა მუშაობა თბილისის ბოტანიკის ინსტიტუტში, პარალელურად კითხულობდა ლექციებს მცენარეთა ფიზიოლოგიაში თბილისის სუბტროპიკულ ინსტიტუტში. მისი ძირითადი სამეცნიერო ნაშრომები ეხება ვაზის რეგენერაციული პროცესების ფიზიოლოგიას და ბიოქიმიას, ვაზის ნერგში ცილების შედგენილობისა და ნახშირწყლების დინამიკას, ვაზის ფესვების პათოლოგიას მისი ფილოქსერით დაზიანებისას და სხვა. არის სამეცნიერო ნაშრომებისა და მონოგრაფიის ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მცენარეთა ფიზიოლოგი და ანატომი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1961). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.470 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |