შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაკარი ლეთეთელი![]()
ბიოგრაფიაწარმოშობით ქართლიდან, სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო ქარელის ახლოს მდებარე სოფელ ლეთეთიდან, რომელიც XVII ს. ისტორიულ საბუთებშიც იხსენიება. მიაჩნიათ, რომ იგი იყო მაწყვერელი ეპისკოპოსის, ეფრემის, ნათესავი და წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფე. მოღვაწეობდა იერუსალიმში, წმ. საბას ლავრაში. პირველი ქართული თარიღიანი ხელნაწერის, "სინური მრავალთავის" (864) შექმნის ინიციატორი და, ალბათ, მისი ერთ-ერთი გადამწერი იყო. ტექსტის ის ნაწილი, რომლის გადამწერადაც ივარაუდება, მარტივად, უსამკაულოდ არის შესრულებული და ორ სვეტადაა გადანაწილებული. ნაწერი ფართოა და მკაფიო, შესრულებული თანაბარი მრგლოვანი ასოებით. IX ს. ქართველი მწიგნობარი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.470
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |