შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოჩა ანდრიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი წილკანი, მცხეთის რაიონი (მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტი). დაამთავრა პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი. სავალდებულო სამხედრო სამსახური მონგოლეთში მოიხადა, იყო ტანკისტი. გოჩა ანდრიაშვილი ეროვნული გვარდიის ოცმეთაური იყო 1992 წლის 1 მაისიდან, იბრძოდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. დაიღუპა 1993 წლის 2 ივლისს, ტამიშის დესანტის გადმოსხმის დროს. უფროსი ლეიტენანტი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.47 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |