The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბადრი ანჯაფარიძე

ბადრი ანჯაფარიძე
დაბადების თარიღი:30 ოქტომბერი, 1961
გარდაცვ. თარიღი:4 ივლისი, 1993  (31 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი დრანდა, გულრიფშის რაიონი.
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შრომა, სოხუმის რაიონი.

მუშაობდა ტყავ-ფეხსაცმლის კომბინატში. სავალდებულო სამხედრო სამსახური ამურის ოლქში მოიხადა, იყო ტანკისტი.  სოხუმის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 1987 წელს მუშაობა დაიწყო ოჩამჩირის რაიონის სოფელ აგუბედიის პირველი საშუალო სკოლის მასწავლებლად. 1990 წელს ბადრი ანჯაფარიძე მცირე საწარმოს ხელმძღვანელობდა. 1992 წელს იბრძოდა შრომის მოხალისეთა ჯგუფში, 1993 წელს გადმოვიდა სოხუმის კომენდატურაში. დაიღუპა 1993 წლის 4 ივლისს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.
წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.47-48

გააზიარე: