The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ დარახველიძე

ვახტანგ დარახველიძე
დაბადების თარიღი:25 მაისი, 1912
გარდაცვ. თარიღი:სექტემბერი, 1986  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის, სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1938 წელს; ასპირანტურა 1941 წელს.

1941 წელს მუშაობა დაიწყო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. 1942 წლის მძიმე დღეებში იგი მონაწილეობდა ყირიმიდან, კრასნოდარიდან და ქვეყნის სხვა რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაციაში. 1944 წელს დაიცვა დისერტაცია და დაინიშნა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ასისტენტის თანამდებობაზე; 1949 წელს ინიშნება ამავე ინსტიტუტში დოცენტის თანამდებობაზე. კითხულობდა ლექციებს ზოგად მეტყევეობაში სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტზე; მეტყვეობისა და გარემოს დაცვის კურსს აგრონომიულ ფაკულტეტზე. 1973 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ქ. მოსკოვში. პროფესორი.

წყარო: ასი უბერებელი მეტყევე: ქართველ მეტყევეთა ბიოგრაფ. ცნობები/ანზორ ჩაფიძე.-თბ.,2009.-გვ.33

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: