შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მალხაზ ტურძელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებელ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1978 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კირიაკ ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტის ასპირანტურა 1984 წელს. 1978-1981წწ. სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტი, "საქსახპროექტი", ინჟინერ–ტექნოლოგი; 1984-1999წწ. საქ. მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტი, მეცნიერ–თანამშრომელი; 1999 წელს ქ. თბილისის მერია, საქალაქო მეურნეობის სამსახურის ექსპერტთა განყოფილება, მთავარი სპეციალისტი; 1999-2004წწ. ქ. თბილისის საქალაქო მეურნეობის სამსახური ტექნიკური უნივერსიტეტი, მეურნეობის სამსახური, განყოფილების უფროსი; 2005 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საშენი მასალების და ნაკეთობების მიმართულება, ასოცირებული პროფესორი; 2012 წლიდან ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტი, ექსპერტი. 70-დე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1990). აკადემიური დოქტორი, პროფესორი (2005). საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |