Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მზია აფრიდონიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 1975 წელს; 1983 წელს კვალიფიკაცია აიმაღლა კულტურის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების საკავშირო ინსტიტუტში. კონსერვატორიის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო შოთა რუსთველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ, სადაც იმუშვა 15 წლის განმავლობაში; 1978-1999წწ. მუშაობს ქ. თბილისის მერიის კულტურის სამმართველოში სახელოვნებო და სასწავლო დაწესებულებათა მეთოდკაბინეტის დირექტორად; 1993 წლიდან ერთ-ერთი დამფუძნებელია მსოფლიოში ცნობილი არაფორმალური განათლების პლატფორმის - საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის; 1993-2017წწ. ახორციელებს საავტორო პროგრამების ტრენინგებს, როგორებიცაა : "თვითგანვითარება", "ლიდერობა", "შიშის ფსიქოლოგია", "ისწავლე და ასწავლე თამაშით"; მომზადების კურსი გაიარა მრავალმა ახალგაზრდამ და ზრდასრულმა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ; ამ პერიოდის განმავლობაში იყო ევრაზიის სკაუტური რეგიონალური ორგანიზაციის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი, სადაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების საუკეთესო ახალგაზრდები გადიოდნენ მის მიერ მომზადებულ პროგრამებს; 2000 წლიდან არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯის დირექტორი, იმ ისტორიული კოლეჯისა, რომელიც 1937 წლიდან არსებობს; მისი დამსახურებით კოლეჯი წარმატებით ფუნქციონირებს და ერთადერთია საქართველოში სახელოვნებო საშუალო პროფესიული განათლების მიმართულებით; ასევე, საგანმანათლებლო პროგრამების ფორმირება და დღევანდელ მოთხოვნებთან ადაპტირება, სტუდენთა დასაქმების ინიცირება, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა; მისი ინიცირებით განხორციელდა ევროკავშირის პროექტები, სადაც დღემდე აქტიურად ერთვებიან კოლეჯის სტუდენტები; ქალაქ სიღნაღის რეაბილიტაციის შემდეგ, მისი ინიცირებითა და ხელმძღვანელობით 2009-2012წწ. განხორციელდა პროექტი "ვაცოცხლებთ სიღნაღს". ამ პერიოდის განმავლობაში მან სიღნაღში ჩაიყვანა ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები - მომღერალთა გუნდები, მუსიკალური ბენდები, ქორეოგრაფიული ანსამბლები, მხატვრები და ყოველი შაბათი-კვირა აქცია ხელოვნების დიდ ზეიმად; ავტორია სხვადასხვა ნაშრომის: "თვითგანვითარება", "ვისწავლოთ და ვასწავლოთ თამაშით"; გამოცემული აქვს ორი წიგნი - "ეს შენი ცააა" და "შენს გარეშე სიყვარულიც არ შემიძლია". ორივე წიგნში თავმოყრილია სხვადასხვა დროის ლექსები, ჩანახატები, თხზულებები და მისი ნახატები; იგი ავტორია რამდენიმე პერსონალური გამოფენის, რომელიც განხორციელდა "ჩაის სახლში" (1986), "ქარვასლის მუზეუმში" (1989), 2023 წელს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და Sylk Factory -ში; ნამუშევრები წარდგენილი იყო სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაზე; მნიშვნელოვანია აღინიშნოს თანამშრომლობა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, როგორიცაა: 2012-2015წწ. სამცხე - ჯავახეთის რეგიონალური განვითარების ასოციაციასთან (RDA) - სათემო ორგანიზაციების ლიდერების მომზადება, 2006-2009წწ. ორგანიზაცია "care – caucasus" პროექტის "გავაგრძელოთ წინსვლა" შეფასების კოორდინატორი; პროექტის ფარგლებში ქ. გორში საომარი კონფლიქტის შემდეგ სპორტის მეშვეობით მოხდა საჯარო სკოლების მოსწავლეთა და პედაგოგთა რეაბილიტაცია. ამის მეშვეობით საგანი - ფიზკულტურა დაუბრუნდა საშუალო სკოლების პროგრამას; 2013 წლიდან არის ქალაქ ლოძის იულია ტუვიმას სახელობის ახალგაზრდულ სასახლესთან, ფესტივალისა და სხვადასხვა ახალგაზრდული საგანმანათლებლო პროექტის ხელმძღვანელი, 2016 წლიდან ქალაქ რიგის ორგანიცია იუვენტუსთან ქორეოგრაფიული ფესტივალ-კონკურსის ფარგლებში კოლეჯის ცეკვის ჯგუფის ხელმძღვანელის ამპლუაში; აღსანიშნია ბოლო წლებში განხორციელებული პროექტები: ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი "ქორეოექო" - ჟიურის თავმჯდომარე (2023), საქართველოს ფერმერთა ასოციაცია - ტრენერი (2022), "ქუჩის მუსიკოსები" - ხელმძღვანელი (2021), "ხელოვნების გზით" - კონსულტანტი-ტრენერი (2018-2019), "ხელოვნების ქარავანი" - მენეჯერი (2017); 2009 წელს მიიწვიეს განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების ექსპერთა საბჭოს კოორდინატორ - შემფასებლად, სადაც მომზადდა საკვალიფიკაციო ჩარჩო დოკუმენტი. Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |