The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ გოგოლაძე

ავთანდილ გოგოლაძე
დაბადების თარიღი:11 აგვისტო, 1957  (67 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა სურამი, ხაშურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტი "სამდინარო ნაგებობებისა და ჰიდროელექტროსადგურების ჰიდროტექნიკური მშენებლობის" სპეციალობით 1980 წელს; საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტის ასპირანტურა.

1984 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში (შემდგომში ტექნიკური უნივერსიტეტში): 1984-2000წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრავლიკის კათედრა, უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი; 2000-2006წწ. დოცენტი; 2006-2009წწ. ასოცირებული პროფესორი; 2009-2013წწ. ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კათედრა, ასისტენტ პროფესორი; 2013 წლიდან ჰიდროინჟინერიის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1999) აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006). 

საკანდიდატო დისერტაცია თემა - "სადაწნეო მილსადენებში დგუშიანი ტუმბოებით გამოწვეული რხევების ჩაქრობის აქტიური მეთოდები", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: