შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ნაცვლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1985 წელს; მოსკოვის სამშენებლო-საინჟინრო ინსტიტუტის სამშენებლო მექანიკის კათედრის ასპირანტურა 1987 წელს. 1989-1991წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კოსმოსური კვლევის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1991-1995წწ. სამშენებლო მექანიკის კათედრა, მეცნიერ თანამშრომელი; 1995-2006წწ. სამშენებლო მექანიკის კათედრა, დოცენტი; 2006-2009წწ. სამშენებლო მექანიკის კათედრა, ასოცირებული პროფესორი; 2009-2013წწ. სამშენებლო მექანიკის კათედრა, ასისტენტ პროფესორი ნახევარ შტატზე; 2013 წლიდან სამშენებლო მექანიკის კათედრა, ასოცირებული პროფესორი ნახევარ შტატზე. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. არის ხუთი მოთხრობის ავტორი: "დაუპატიჟებელი სტუმრები" (1990); "ბოთლებს ვიბარებთ ბოთლებს!" (2000); "პატარა კაცები" (2003); "ჩვენი დროის რობინზონები" (2007); "გზააბნეული" (2013). ტექნიკის მეცნიერებთა კანდიდატი (დაიცვა 1989 წელს, მოსკოვის სამშენებლო-საინჟინრო ინსტიტუტი), ასოცირებული დოქტორი (2006), პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |