შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნათელა კაპანაძე-გაფრინდაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ფრანგული ენის პედაგოგის სპეციალობით 1973 წელს. 1974-1977წწ. მუშობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში ლაბორანტად; იმავე წელს პარალელურად სწავლას აგრძელებს ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1977-1979წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი ლაბორანტი; 1979-1980წწ. ამავე ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1980-1987წწ. უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1987-1989წწ. მეცნიერ თანამშრომელი; 1989-2001წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 2002-2006წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 2005 წლიდან არის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ხარისხის უზრუნველყოფისა და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი; 2005 წლიდან ასევე საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში არჩევითი საგნის პედაგოგი ეთნოლოგიასა და ფოლკლორში; 2020 წლის ოქტომბრიდან თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საქართველოს ისტორიის კათედრის კონსულტანტი; აქვს პედაგოგიური მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება; ლექციებს კითხულობს: საქართველოს ისტორიაში, ფოლკლორში, ეთნოლოგიასა და ეთნოკულტურაში; 1993 წლიდან ლექციებს კითხულობს შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემია, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ-ეკონოკური უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - პოზიცია: პროფესორი, ლექტორი; გამოქვეყნებული აქვს 27 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 7 მონოგრაფია; თარგმნა ფრანგი მოგზაურის დიუბუა დე მონპერეს "მოგზაურობა კავკასიაში" (ორი ტომი) და გამბას "მოგზაურობა საქართველოში" (ორი ტომი); გამოკვლევების სახით დაამუშა "ეთნოგრაფიული ცნობები კახეთზე" გამბას მიხედვით და "ჩერქეზები" გამბასა და დიუბუა დე მონპერეს ეთნოლოგიური ცნობების მიხედვით; 1977 წლიდან სწავლობს და იკვლევს იმჟამად შეუსწავლელ საკითხს "აღზრდის ქართულ-ხალხურ სისტემას ძველად და ახალ დროში" ფოლკლორსა და ეთნოლოგიაში; მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. პროფესორ მიხეილ გაფრინდაშვილის მეუღლე. ისტორიის დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბავშვის აღზრდის ქართული ხალხური ტრადიციები", დაიცვა 1987 წელს. წყარო: მირიან ხოსიტაშვილის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |