შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რეზო ასათიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის 126-ე საშუალო სკოლა. 1991 წლის 27 ივნისს გაიწვიეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, 1992 წლის 28 აგვისტოს კი სამხედრო სამსახურში. 1992 წლის 1 დეკემბრამდე ირიცხებოდა საქართველოს ეროვნული გვარდიის მეოთხე სპეცდანიშნულების ბატალიონ "თეთრი არწივის" შემადგენლობაში და მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში აფხაზეთში, კერძოდ, გაგრაში, განთიადში, ტამიშში, კინდღში, ოჩამჩირესა და სოხუმში. 1992 წლის 1 დეკემბერს, მოწინააღმდეგის მხრიდან განხორციელებული სადესანტო იერიშის დროს დაიღუპა სოფელ ტამიშთან, სნაიპერის ტყვიით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.55 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |