The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანუჩარ ცაცუა

მანუჩარ ცაცუა
დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1982  (42 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი 1999 წელს; თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2004 წელს; თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა 2011 წელს; 2004 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2008 წელს - მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2011 წელს ევროსაბჭოსა და პოლიტიკური სწავლების სკოლის პროგრამის ფარგლებში გაიარა სემინარები ქ. სტრასბურგში თემაზე "ეთიკა და პოლიტიკა"; 2011-2012წწ. იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2003-2004წწ. გაიარა პრაქტიკა ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურაში; 2006 წელს - თბილისის საქალაქო სასამართლოში კურიერი; 2007-2009წწ. - მცხეთის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივანი; 2009-2011წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივანი; 2011 წელს - თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2012-2013წწ. ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას; 2014-2017წწ. - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში; 2017-2018წწ. - მივლინების საფუძველზე უფლებამოსილებას ახორციელებდა გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოში; 2019 წლის ივლისიდან დეკემბრამდე - მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2019 წლის დეკემბრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: