Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით წერეთელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2005 წელს; 2003-2004წწ. გაიარა სამოქალაქო სამართლის კურსი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში; 2004 წელს გაიარა კორპორაციული ხელმძღვანელების მომზადების პროგრამა, კორპორაციული სამართალი; 2005 წელს ჩააბარა პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალობით; 2006-2007წწ. სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში ქ. ბუდაპეშტში; 2006-2012წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში, არის სამართლის დოქტორი; 2013 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით; 2014-2015 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი; 2014 წელს გაიარა სასწავლო კურსი - ევროპის საბჭოს და ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს საქმიანობა და გადაწყვეტილებები ქ. სტრასბურგში; 2014 წელს გაირა სასწავლო კურსი - გერმანიის სასამართლოს, პროკურატურის და პენიტენციალური სისტემა და საქმიანობა ქ. ჰამბურგში. 2003 წელს საქართველოს რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციაში წარმატებისათვის საქართველოს პრეზიდენტისაგან მიღებული აქვს დიპლომი და ჯილდო; 2007 წელს ელექტრონული საქმისწარმოების და სამართალწამოების პრაქტიკის გაზიარებასთან დაკავშირებით იყო საქართველოს დელეგაციის წევრი ქ. ათენში; 2004-2005წწ. იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის იურისტი; 2005-2008წწ. - თბილისის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის მთავარი სპეციალისტი; 2008-2009წწ. - თბილისის მერიის თბილისის ქონების კონტროლისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი; 2009-2010წწ. - საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის, სამართლებრივი-საორგანიზაციო მიმართულების ხელმძღვანელი; 2009-2011წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიწვეული ლექტორი; 2010 წელს პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთო სასამართლოების, მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის და საქმიანობის პრაქტიკის გაზიარებასთან დაკავშირებით, იყო საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრი ქ. ვარშავაში; 2010-2012წწ. - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ კონსტიტუციონალიზმის ცენტრის დეპარტამენტის დირექტორი; 2011–2014წწ. - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ექსპერტი და მიწვეული ლექტორი; 2012 წლიდან - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის მიწვეული ლექტორი; 2013 წლიდან - კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ასოცირებული პროფესორი; 2013-2015წწ. - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იურისტი; 2015 წელს - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე; 2015 წლის აგვისტოდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2018 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. არის სხვადასხვა წიგნის, სტატიის, პუბლიკაციის ავტორი. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |