The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარინა ნაცვლიშვილი

მარინა ნაცვლიშვილი
დაბადების თარიღი:19 სექტემბერი, 1977  (47 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1998 წელს; თბილისის ნ. ირბახის სახელობის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი ეკონომისტის კვალიფიკაციით 1998 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა 2000 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტურა 2004 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2013 წელს; The George Washington University (Washington, D. C.) -ის სამაგისტრო კურსი 2013 წელს.

2004-2006წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, წყალმომარაგების და წყალარინების კათედრა, დოცენტი; 2006-2009წწ. წყალმომარაგების და წყალარინების კათედრა, ასისტენტ პროფესორი; 2006-2009 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, საპროექტო დეპარტამენტი, ჯგუფის უფროსი; 2009-2017წწ. წყალმომარაგების, წყალარინების, თბოაირმომარაგების და შენობათა საინჟინრო აღჭურვის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2013-2024წწ. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ტექნიკური ექსპერტიზის და პროექტირების დეპარტამენტი, საპროექტო სამსახურის უფროსი; 2017 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, წყალმომარაგების, წყალარინების თბოაირმომარაგების და შენობათა საინჟინრო აღჭურვის დეპარტამენტი, პროფესორი. 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, აკადემიური დოქტორი, პროფესორი (2006).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: