The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგეი მალიშევი

დაბადების თარიღი:12 სექტემბერი, 1906
გარდაცვ. თარიღი:1971  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბოლშოე გრიბოვო, ახლანდელი მოსკოვის ოლქი.

დაამთავრა მოსკოვის ფოლადის ინსტიტუტი 1932 წელს.

1932–1949წწ. მუშაობდა ზლატოუსტის მეტალურგიულ ქარხანაში მთავარ ინჟინრად. 1959–1957წწ. მივლინებული იყო ჩინეთსა და ჩეხოსლოვაკიაში. 1957–1962წ. იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მთავარი ინჟინერი. 1962 წელს სპეციალისტების ჯგუფთან ერთად მიენიჭა ლენინური პრემია რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მილსაგლინ აგრეგატ "400-ის" მექანიზაციისა და ავტომატიზაციისათვის. არის გამოგონებების ავტორი. ინჟინერ-მეტალურგი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.483

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - ლენინური პრემია
  • 1961 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • 1943 - სტალინური პრემია

გააზიარე: