შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ მალუძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი წინანდალი, თელავის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1952 წელს. 1952–1958წწ. მუშაობდა პარტიულ თანამდებობებზე; 1958–1988წწ. იყო თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პოლიტეკონომიის კათედრის დოცენტი, პროფესორი, გამგე, რექტორი; ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა, მათ შორის მონოგრაფიების, რომლებიც ეხება საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარების საკითხებს. დიდი წვლილი მიუძღვის თელავის რაიონის სოციალური და ეკონომიკური განვითარების საქმეში. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1969). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.483 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |