The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ მამათელაშვილი

ვლადიმერ მამათელაშვილი
Date of birth:22 April, 1915
Date of death:27 May, 1983  (at 68 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჩუმლაყი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტის ვეტერინარული ფაკულტეტი 1938  წელს.

1941–1946წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის ლაბორატორიას. 1946–1983წწ. იყო კათედრის გამგე, 1956–1959წწ. – საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტის დირექტორი; 1959–1975წწ. – საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის რექტორი; 1960–1982წწ. – ვეტერინარულ პათანატომთა საკავშირო სამეცნიერო საზოგადოების წევრი. არჩეული იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს და თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატად. ქართული ვეტერინარულ პათოლოგური ანატომიის მეცნიერებისა და პედაგოგიური სკოლის ფუძემდებელი. მან ჩაატარა კვლევები საქართველოში სავეტერინარო პათოლოგირი მორფოლოგიის მიმართულებით. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ვეტერინარი ექიმი, პათოლოგანატომი, ვეტარინარულ მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1967).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.485

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: