შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დალი ტაბატაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯალაურთა, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა ყაზახეთის ქალაქ სემიპალატინსკის (ახლანდ. სემეი) სამედიცინო ინსტიტუტი 1974 წელს. 1974-1975წწ. მუშაობდა დაბა აგარაში, ქალთა კონსულტაციის მეან-გინეკოლოგად და ამბულატორიის ექიმ-თერაპევტად; 1976 წელს გაიარა კვალიფიკაცია თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, პირველი სამშობიარო სახლის ბაზაზე, მეან-გინეკოლოგიის განხრით; 1976-2015წწ. მუშაობდა ქარელის რაიონული საავადმყოფოს სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში, მეან-გინეკოლოგად; 1995-2000წწ. ასწავლიდა მეანობა-გინეკოლოგიას ქარელის სამედიცინო კოლეჯში; 2010-2015წწ. იყო განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე. განყოფილებაში მუშაობის პერიოდში გაიარა კვალიფიკაცია ოპერატიულ გინეკოლოგიაში, სეფსისის მკურნალობის დარგსა და რეპროდუქტოლოგიაში. უმკურნალა და გაუწია დახმარება ათასობით პაციენტს რაიონის მასშტაბით, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. დაჯილდოებულია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ საექიმო თავდადებისთვის (1971). მეან-გინეკოლოგი, ქირურგი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |