Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი მამალაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის გიმნაზია და სამხედრო სასწავლებელი; ვარშავის სამხედრო აკადემია. 1918–1921წწ. მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიაში. იყო 1921 წლის თებერვალს კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლებისა და 1921 წლის მარტის ბათუმის ომის აქტიური მონაწილე. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 მარტიდან, ემიგრაციაში წავიდა. მსახურობდა პოლონეთის ეროვნულ არმიაში. იყო ბატალიონის მეთაური და დივიზიის შტაბის უფროსი. გერმანიის მიერ პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ (1939) იყო პოლონეთის წინააღმდეგობის მოძრაობის აქტიური მონაწილე. 1940 წელს სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ ათასობით პოლონელ მებრძოლთან ერთად, დახვრიტეს კატინის ტყეში. დაჯილდოებულია პოლონეთის უმაღლესი ორდენით – "ვირტუტი მილიტარი". ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელი. პოლონეთის ეროვნეთის არმიის მაიორი. სამხედრო მოღვაწე. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.485
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |