შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ტაბატაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზედა ბერეთისა, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1940 წელს. 1928 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში, სადაც მსახურობდა 1931 წლამდე; 1934-1941წწ. გადიოდა სამედიცინო პრაქტიკებს ქალაქ წყალტუბოში; 1941 წელს გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში, საიდანაც დაბრუნდა 1946 წელს; ომში ჰოსპიტლის აფეთქების შედეგად დაიჭრა, დაემართა კონტუზია; 1946-1947წწ. მუშაობდა ქალაქ ბაქოს სამხედრო კლინიკაში, ექიმ-თერაპევტად; 1947-1948წწ. კვლავ მუშაობდა სოფელ ჯალაურთაში; 1949 წელს გადმოიყვანეს ქალაქ გორში, სადაც მუშაობდა ქალაქის სანეპიდ-სადგურის მთავარ ექიმად; 1952 წელს დანიშნეს ქალაქ ქარელის ახლად გახსნილი საავადმყოფოს მთავარ ექიმად და ჯან-განის უფროსად, სადაც მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე. II მსოფლიო ომის მე-3 რანგის სამხედრო ექიმი, სამედიცინო კაპიტანი. წყარო: გივი გორგაძის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |